ქართველი პროფესორები „X მსოფლიო კონგრესზე ნევროლოგიაში“

 

2016 წლის 16–22 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები: პროფესორი რევაზ თაბუკაშვილი და ასოცირებული პროფესორი ვერა კაპეტივაძე მონაწილეობდნენ „X მსოფლიო კონგრესზე ნევროლოგიაში“.

კონგრესზე ქართველმა ექიმებმა წარმოადგინეს სასტენდო მოხსენება – „ედირექს–სანოველის (პიოგლიტაზონი) ეფექტი დემენციის გამოვლენისას დიაბეტიან ავადმყოფებში“.