თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

   
   

2016 წლის 9 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე დაღუპული 21 ადამიანის ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.