მორიგი პროფესიული ლექცია მასტერ–კლასი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში

   
   

2016 წლის 23 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში კიდევ ერთი მასტერ-კლასი ჩატარდა. ამჯერად კლინიკას ესტუმრნენ დედაქალაქის სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები. კოლეგების ვიზიტს ორი მიზანი ჰქონდა: აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის გაცნობა და პროფესორ მარინა მამალაძის ლექცია მასტერ–კლასზე დასწრება.

ტრადიციულად ღონისძიებამ საქმიან, მეგობრულ და აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში ჩაიარა. კლინიკის დირექტორი და ექიმები მასტერ-კლასის ჩატარებისას თითოეულ მსმენელს უწევდნენ კონსულტაციებს.

პროფესიული შეხვედრების და მასტერ–კლასების სერია ტრადიციულად მომავალშიც გაგრძელდება.