საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნოლოგიური ცენტრის პროექტების კოორდინატორის, ბატონ უივერ ლუის მაიკლის ვიზიტი თსსუ–ში

2016 წლის 26 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნოლოგიური ცენტრის პროექტების კოორდინატორი, ბატონი უივერ ლუის მაიკლი, რომელიც შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ქირურგიის მიმართულების უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ქოჩიაშვილი და  ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიოფიზიკოსი ბესარიონ ფარცვანია, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძრვანელობდა მრავალ სამეცნიერო მათ შორის ISTC, GNSF და სხვა პროექტებს, ის არის 80 სამეცნიერო პუბლიკაციის და 1 პატენტის მფლობელი.

შეხვედრაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული საერთაშორისო გრანტის –,,პროსტატის კიბოს გამოკვლევა ულტრაიისფერი სხივების დახმარებით მისი განვითარების საწყის ეტაპზე “ მიმდინარეობა და მისი მოსალოდნელი შედეგები.  

აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში პროსტატის კიბო, ლეტალობის თვალსაზრისით, მეორე ადგილზეა  ფილტვის კიბოს შემდგომ. ეს დაავადება განვითარების საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი ნაადრევი გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ზემოაღნიშნული პროექტი შესაძლებლობას ქმნის თანამედროვე, მარტივი და ნაკლებხარჯიანი კვლევის მეთოდის გამოყენებით მოხდეს პროსტატის კიბოს ადრეული გამოვლენა.