მიმდინარე წლის 26 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო პროექტის „რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია“ შემაჯამებელი ღონისძიება

   
   

შეგახსენებთ, რომ პროექტი "რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია" განახორციელეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, მედიაჰოლდინგმა პალიტრამ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრმა "რეა". მას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის "რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია" მხარდამჭერები და თანამდგომები არიან:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს პროექტის მიმდინარეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს. 

ღონისძიებას დაესწრნენ საპატიო სტუმრები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი თენგიზ გიორგაძე; საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე  ნიაზ მამრიკიშვილი და რაგბის კავშირის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გაიოზ მონიავა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  J3  ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალი გიორგი სურმავა; მედიაპალიტრის კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია.

მნიშვნელოვანია, რომ საღამოს ესწრებოდნენ "რეას" ბენეფიციარები თბილისიდან და ასპინძიდან.

სტუმრებს შეხვდნენ და მიესალმნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და პროფესორი ხათუნა თოდაძე.

პროექტის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობმა თენგიზ გიორგაძემ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  J3  ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალმა გიორგი სურმავამ;

მედიაპალიტრის კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ და „რეას“ დამფუძნებელმა ელისო რეხვიაშვილმა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში "რეას" ბენეფიციარებმა წარმოადგინეს თავისივე ხელით დამზადებული თოჯინების მარიონეტული სპექტაკლი ზურაბ ქიქოძის  "მარუსას ბედნიერება".

დასასრულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სააღდგომო ნობათი და უნივერსიტეტის სიმბოლიკიანი საჩუქრები გადასცეს ბენეფიციარებს.

კეპი და გულსაბნევი წარწერით „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეგობარი“ გადაეცათ საპატიო სტუმრებსაც.