თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ-სპორტსმენებმა ერზრუმის ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის სპორტულ ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვეს

   
   

2016 წლის 1–5 მაისის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოჭადრაკეთა და ფრენბურთელთა გუნდი ერზრუმის (თურქეთი) ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის მიწვევით იმყოფებოდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს გუნდები. სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა თსსუ-ის მოჭადრაკეთა გუნდმა და საპატიო მეორე ადგილი, თასი და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ჩემპიონატის პარალელურად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბიძინა ზურაშვილი შეხვდა ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰიკმეტ კოჩაკს, კანცლერს, პროფესორ მუსტაფა არიკს და ვიცე-რექტორს, პროფესორ მეჰმეთ ტაკკაჩს.

შეხვედრაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბიძინა ზურაშვილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტრეტის ადმინისტრაციას მოწვევისა და მასპინძლობისათვის და გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისათვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მოჭადრაკეთა გუნდს მიღწეულ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.