ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის EMSA S/A 2016-ის საგაზაფხულო ასამბლეის გახსნის ღონისძიება

   
   

2016 წლის 11 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის EMSA S/A 2016-ის საგაზაფხულო ასამბლეის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა.

საღამო გახსნა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის EMSA S/A-ს ვიცე-პრეზიდენტმა აფროდიტე ადამიდოუმ (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია).

აუდიტორიას მიესალმა და EMSA S/A 2016-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს განსაკუთრებული მასპინძლობისათვის დიდი მადლობა გამოუცხადა  ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯანის პაპაზოგლოუმ (უერსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია).

ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის EMSA S/A 2016-ის საგაზაფხულო ასამბლეის გახსნასთან დაკავშირებით თსსუ-ში მოეწყო კონცერტი. უცხოელ სტუმრებსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ამაღლებული განწყობა შეუქმნა  თსსუ-ის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით შესრულებულმა ცეკვებმა და სიმღერებმა.