თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუდენტებისა და რეზიდენტების მადლობის წერილი

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის N.40–ე ჯგუფის სტუდენტებმა: მათე ალაყულაშვილმა, სალომე გაბელაშვილმა, ვერიკო გვარაძემ, ნიკა გუცაევმა, ლევან ვაშაძემ, ნინო კანტროშვილმა, ციცინო მილაძემ, ეკატერინე ოვჩარენკომ, რევაზ უთურაშვილმა, გიორგი ღოღობერიძემ, თამთა შარაძემ, ეკატერინე ჩიგოგიძემ, თამთა ჩუხრუკიძემ, ბაქარ ცნობილაძემ და რეზიდენტებმა: ეკა ჩქოფოიამ, სალომე აბრამიძემ „ამტელ ჰოსპიტალი“–ს თერაპიულ განყოფილებაში წარმატებით გაიარეს პროფესიული სასწავლო კურსი.

„მადლიერებით გვინდა ავღნიშნოთ ჰოსპიტალის ადმინისტრაციისა და თერაპიული განყოფილების სამედიცინო პერსონალის კეთილგანწყობა, ხელშეწყობა კლინიკური უნარჩვევების შეძენასა და დახვეწაში. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ სტუდენტური ჯგუფის პედაგოგის და ამავე დროს რეზიდენტების ლოკალური ხელმძღვანელის, ასისტენტ–პროფესორის ლია მინდიაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი და მზრუნველობა. ასოცირებული პროფესორის ქალბატონ თამარ ყანდაშვილის მაღალი აკადემიური ხარისხის ლექციები და პროფესორ დავით გორდელაძის სემინარები, რომლებიც თავდაუზოგავი მონდომებით ყოველდღიურად გვაძლევდნენ კლინიკურ ცოდნას და მყარ საფუძველს მომავალი საექიმო საქმიანობითვის. სასწავლო კურსის განმავლობაში ჩვენ მოგვეცა საშუალება პაციენტების დამოუკიდებელი გასინჯვის და სამკურნალო–დიაგნოსტიკურ პროცესში ყოველდღიურად აქტიურად ჩართულობის.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ასეთი მაღალი დონის სასწავლო პირობების შექმნისათვის“ – აღნიშნეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა და რეზიდენტებმა.