თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტთა ენების ცენტრების გაერთიანებაში (AKS UNIcert) გაივლის აკრედიტაციას

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტთა ენების ცენტრების გაერთიანებაში (AKS UNIcert)-ს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,  2016 წლის 27 აპრილიდან 4 მაისამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო აბრალავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა  მიუნხენში (გერმანია) ევროპის უნივერსიტეტთა ენების ცენტრების გაერთიანებაში AKS UNIcert-ში, პარტნიორობის ფარგლებში განსაზღვრული თანამშრომლობის სამომავლო გეგმების განსახილველად.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების დეპარტამენტმა 2016/2017  წლებში ევროპის უნივერსიტეტთა ენების ცენტრების გაერთიანებაში უნდა გაიაროს UNIcert–ის აკრედიტაცია.

შეხვედრაზე აკრედიტაციის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების და საბოლოო კონსულტაციების გავლის მიზნით, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შემდეგი ასპექტები: 2016–2017 სასწავლო წლის პროექტები, აკრედიტაციის გასავლელად მზადების პროცესის დეტალები, ტესტირების ანალიზი, შეფასების კრიტერიუმები. ასევე, დაიგეგმა ინგლისურ და გერმანულ ენებში, როგორც ზოგად, ასევე, დარგობრივ ენებში პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული სემინარები.