კონფერენცია „პაროდონტის და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები და დიოდური ლაზერი“

   
   

2016 წლის 26 მაისს ჩატარდა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, კომპანია Tbilisi Dental-ის და ლაზერის მწარმოებელი ფირმა Atlantis-ის ერთობლივი კონფერენცია „პაროდონტის და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები და დიოდური ლაზერი“.

კონფერენციაზე წაიკითხეს მნიშვნელოვანი მოხსენებები:

„დიოდური ლაზერები - კლინიკური დანიშნულებები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ (ჯორჯ ტომოვი, DDS, MSc, PHD,პლოვდივის სტოამტოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს პათოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;  APLI (Asia-Pacific Laser Institute) სერტიფიცირებული პროფესორი,  World Federation for Lassers Dentistry - სტომატოლოგიური ლაზერის სერტიფიცირებული ლექტორი ევროპასა და აზიაში,  სერტიფიცირებული კლინიკური კონსულტანტი W&H (Austria) Litemedics (Italy), Syneron Dental (Israel); ბულგარეთის სტომატოლოგთა ასოციაციის  აკრედიტებული ლექტორი);

„პაროდონტიტი - ძველი და მარად ახალი პრობლემები, თანამედროვე ტენდენციები მის მკურნალობაში“ (მანანა ივერიელი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი);

„პირის ღრუს ლორწოვანის ყველაზე გავრცელებული ნოზოლოგიები - ვირუსული სტომატიტები. მათი მკურნალობის თანამედროვე კონცეფცია“ (ნინო აბაშიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრის - HBI-dentimplant-ის კლინიკური დირექტორი);