საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

2016 ის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც შეუერთდა. დამოუკიდებლობის აღსანიშნავ საზეიმო გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს და საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა და  ხალხურ საკრავთა ჯგუფმა -,,დეკამ“.