თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები

2024 წლის 10 ივლისს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

კენჭისყრის შედეგების საფუძველზე თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანად არჩეულ იქნა პროფესორი თინათინ ტყემალაძე.

პროფესორი თინათინ ტყემალაძე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება 2024 წლის 22 ივლისიდან.

იხილეთ  2024 წლის 10 ივლისის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.