თსსუ-ის საარჩევნო კომისიის განცხადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნების შესახებ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ცხადდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანდიდატებმა განცხადებით უნდა მიმართონ თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, პროფესორ ხათუნა თოდაძეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.განცხადება;

2.პირადობის მოწმობა ან პასპორტი ;

3.დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;

4. რეზიუმე (CV) ;

5. ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

განცხადებები მიიღება 2024 წლის 11 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ.33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მეორე სართული, ოთახი  225 ტელ: 032-2-54-24-14.