2024 წლის 17 ივლისს 15:00 საათზე, დისტანციურ რეჟიმში, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის სამეცნიერო ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის თაობაზე.
დღის წესრიგი:
15:00–15:30 - ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ქსელი (COST): საკონკურსო განაცხადის წარდგენა 2025 წლის დაფინანსებისთვის.
15:30-15:40 - ჰორიზონტი ევროპა: ღია კონკურსები ჯანმრთელობის მიმართულებით.
15:40-15:45 - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
15:45-16:00 - კითხვა-პასუხი.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.