2016 წლის 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მესამე ეროვნული პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების წარმატებული პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას ეხება.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თსსუ–ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ანალიტიკოსი გიორგი მატარაძე.
გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2015 წელს დაწყებული თანამშრომლობა ორ ძირითად საკითხს ეხება:
პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2016 წლიდან მხარეები კვლავ აგრძელებენ თანამშრომლობას და მემორანდუმის თანახმად, პროგრამის წარმატებით განხორციელებას გაუწევენ მონიტორინგს.