ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 15 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია: ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება აბას თალები ფარი და პროფესორი ამირ ფეჰრესთი.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი რიმა ბერიაშვილი და   უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დავით  თოფურია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა კერვალიშვილი.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და   ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.