თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელი იწყება 23 სექტემბერს.
პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ვაჟა-ფშაველას N33) იწარმოებს 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისას, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
• განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე (განაცხადი უნდა გაკეთდეს ადგილზე);
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
• ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4-ზე) და შესაბამისი ელექტრონული ვერსია;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირველი სემესტრის თანხა).
არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).
დეტალებისთვის დაუკავშირდით ფაკულტეტებს:
მედიცინის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 05 /06
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა + 995 32 254 25 77
სტომატოლოგიის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 01 /02
ფარმაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 36
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 19
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 08
საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები + 995 32 254 24 07
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289
საიდენტიფიკაციო კოდი 211328703
ბრძანება ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ იხილეთ აქ