საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი  მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსთან (NARD) თანამშრომლობით აცხადებს 2024 წლის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია : 

მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარება;

ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.


პროექტის წარდგენის ბოლო ვადა - 2024 წლის 25 ოქტომბერი. 

კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ