პოლიპროფილური კონფერენცია ჩაქვში

   
   

2016 წლის 9–19 ივლისს დაბა ჩაქვში ჩატარდა მე–11 პოლიპროფილური სამედიცინო  კონფერენცია "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო  სტანდარტები".

 კონფერენციის  ორგანიზატორი იყო საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია.

კონფერენციის მიზანი – ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა  დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

კონფერენცია აკრედიტებული იყო თსსუ-ს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მიერ, გაერთიანებული კონფერენციის ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება 40 კრედიტ-ქულა და გადაეცა  შესაბამისი სერტიფიკატი.