მუმბაის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი თსსუ-ში

2024 წლის 4 ოქტომბერს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება  ინდოეთის ქალაქ მუმბაის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი. ღონისძიებაში, ასევე,  მონაწილეობას მიიღებს თბილისის კამერული ორკესტრი (ხელმძღვანელი გიორგი  ქერელაშვილი). 

მისამართი: ვაჟა ფშაველას N33, თსსუ-ის მესამე სასწავლო კორპუსი, თეატრალური დარბაზი.