9 ოქტომბერს საქართველოს კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება

2024 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის საქმიანობა, მიზნები და სამომავლო პროექტები.

დასაწყისი: 17 საათზე.

შეხვედრა გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I საკონფერენციო დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი).

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33.