დავით სუბელიანის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 29 ნოემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება დავით სუბელიანის სადისერტაციო ნაშრომის - „მხრის ძვლის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობის მეთოდების შედარებითი ანალიზი“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ლევან ჩიკვატია - თსსუ-ის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

თორნიკე ნოზაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები:

ლუხუმ ჭანტურია - მედიცინის აკადემიური დოქტორი;

მერაბ კაპანაძე -  მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ლევან ქაჯაია -  მედიცინის აკადემიური დოქტორი.