თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

   
   

2016 წლის 19 სექტემბერს, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ვეტერანებისათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამიერიდან ვეტერანებს შეუძლიათ, კლინიკის სამედიცინო სერვისებზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კვეზერელმა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბესაძემ.