თეონა ფარესიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 28 ნოემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება თეონა ფარესიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „პლატინის ნანოგელის შემუშავება და მისი გამოყენება ერლიხის სიმსივნის სამკურნალოდ ცხოველებში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ზურაბ კაკაბაძე - თსსუ-ის  ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ლიანა კიკალიშვილი  - თსსუ-ის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სამეცნიერო კონსულტანტი:

ალიოშა ბაკურიძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი. 

ექსპერტები:

რემა ღვამიჩავა - თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი; 

ნიკოლოზ  გონგაძე - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

გიორგი ბურკაძე - თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.