თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის“ აქტიური მონაწილეა

17 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიაში’’  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“ საზეიმოდ გაიხსნა, რომელშიც  მონაწილეობა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მიიღო.

უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფარმაცევტული პროდუქციის გამოფენას – „მცენარიდან პაციენტამდე“, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის თვალსაჩინოებებს – მულაჟებსა და სიმულატორებს, ასევე, უნივერსიტეტში  არსებულ ინოვაციებსა და სიახლეებს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სახელმძღვანელოების:

1. „ტომპსონი და ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში“ უკვე მეორედ გამოიცემა ქართულ ენაზე. წიგნი ქართულ ენაზე პირველად 2008 წელს ითარგმნა (მე-7 გამოცემა) და დაინერგა როგორც მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის ძირითადი სახელმძღვანელო თსსუ-ში, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამედიცინო განათლების მოდერნიზებაში საქართველოში.  

მე-8 გამოცემაში შეტანილია გენეტიკის ის უახლესი მიღწევები და აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია, როგორც სტუდენტებისთვის, ისე სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. სახელმძღვანელოს ავტორებს, რ. ნუსბაუმი, რ. მაკინესი და ჰ. ვილარდი,  2016 წლის 8 ოქტომბერს ბალტიმორში (მერილენდი, აშშ) პრესტიჟული ჯილდო გადაეცათ სამედიცინო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი: ელენე აბზიანიძე, აღმასრულებელი რედ.: ეკა კვარაცხელია, მთარგმნელობითი კოლეგიის ხელმძღ.: თინათინ ტყემალაძე. 

წარმოდგენილი გამოცემა არის წიგნის “Thompson & Thompson Genetics in Medicine” ქართული ვერსია, რომელიც გამოიცა Elsevier-თან ხელშეკრულების საფუძველზე სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების მიერ.

2. „სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია და უნარ–ჩვევების“ პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება, რომლის მიმდინარეობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ თსსუ-ში გამართულ ღონისძიებებს: საჯარო ლექციებს, კონფერენციებს, ვორკშოფებს, ღია კარის დღეებს და სხვა.

25 სექტემბერს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“ საზეიმოდ დაიხურება.

 

იხილეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ღონისძიებების ჩამონათვალი: