ქეთევან ედიბერიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 5 დეკემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ქეთევან ედიბერიძის სადისერტაციო ნაშრომის - „ადამიანის ამნიონისა და ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებისგან ჭრილობის ბიოლოგიურად აქტიური საფენის შექმნა და მისი გამოყენება სხივური თერაპიის შემდგომ განვითარებული შეუხორცებადი ჭრილობის სამკურნალოდ“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

კონსტანტინე მარდალეიშვილი - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

დავით ჩახუნაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. 

ექსპერტები:

რემა ღვამიჩავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

ნოდარ ლომიძე - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

გიორგი დიდავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.