საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების III, IV, V, VI, სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტთა საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 5 თვიანი მობილობის გასავლელად  ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი). 

მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრი.

გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA –ის მითითებით;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე);

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

გთხოვთ, 2024 წლის 15 ნოემბრის 14:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 15 ნოემბერს, 16:00 საათზე. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.