კონფერენცია–წარმოდგენა „ტრადიციული მედიცინა“

20 სექტემბერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხალხმრავლობითა და სადღესასწაულო  განწყობით გამოირჩეოდა. ,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“-ის ფარგლებში, უნივერსიტეტში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობდა.

კონფერენცია–წარმოდგენაზე „ტრადიციული მედიცინა“ უნივერსიტეტის უცხოელმა და ქართველმა სტუდენტებმა   საქართველოს, ინდოეთის, თურქეთის, შრი-ლანკის, ერაყის, იორდანიის, ეგვიპტის, ნიგერიის  ტრადიციული მედიცინა და მისი ისტორია გააცოცხლეს სცენაზე.

ღონისძიება გაჯერებული იყო თეატრალიზებული  სანახაობებით, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას უქმნიდა საზოგადოებას. წარმოდგენის მიმდინარეობისას სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამკურნალო მცენარეულ საშუალებებსაც, ხელით შეხებოდნენ და დეტალურად დაეთვალიერებინათ ისინი.