ლექცია „რა საიდუმლოს გვიმხელენ მიცვალებულები“

ბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“–ის 20 სექტემბრის ღონისძიებები დაასრულა ლექციამ „რა საიდუმლოს გვიმხელენ მიცვალებულები“, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი ბესარიონ კილასონია კითხულობდა.

ლექციაზე ისაუბრეს გვამის ექსპერტიზით მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობაზე დანაშაულის გამოძიების საქმეში, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გვამის აღმოჩენის ადგილის დათვალიერება, სიკვდილის დროის და გამომწვევი მიზეზების დადგენის სპეციფიკა,  დაზიანების მიმყენებელი საგანი და  დაზიანების განვითარების მექანიზმები.

ლექციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია სტუდენტებში, სკოლის მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებში. თემის განხილვა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, რაც კიდევ უფრო მისაწვდომსა და საინტერესოს ხდიდა საჯარო ლექციას.