თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის VII სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება ნულოვანი გრანტის კონკურსი, 4-კვირიანი ტრენინგის გასავლელად კლაიპედას უნივერსიტეტში (ლიეტუვა).

ადგილების რაოდენობა: 2.

მობილობის პერიოდი: 2025 წლის თებერვალი.

გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B1 დონე).

გთხოვთ, 2024 წლის 18 ნოემბრის  ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2024 წლის 19 ნოემბერს, 16:00 საათზე. 

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული,ოთახი N 407. 

ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.