შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრთან (იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრთან (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კლვევის ცენტრთან (GSI)) თანამშრომლობით მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის აცხადებს 2024 წლის ერთობლივ საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანია:
შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს მსოფლიოში ცნობილ ჰელმჰოლცის ცენტრის ბაზაზე შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით.
რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 22 ნოემბრის 17:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge
ბ) რეგისტრაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა – 2024 წლის 25 ნოემბერი, 18:00 საათამდე.
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ