ტრენინგი ,,ბიოსამედიცინო კვლევის პრაქტიკული საკითხები“

 

2016 წლის 21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრში სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და მათთვის ვისაც აინტერესებს კვლევასთან დაკავშირებული საკითხები  ჩატარდა  ტრენინგი - ,,ბიოსამედიცინო კვლევის პრაქტიკული საკითხები“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:
,,კვლევის პროექტი და მისი მართვა“- თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი შორენა ხეცურიანი;
,,ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკისა და ხარისხის საკითხები - სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;

,,სამეცნიერო  ნაშრომის გამოქვეყნების პროცესი და პლაგიარიზმის თავიდან აცილების გზები“ - სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი ნათია გამყრელიძე.
ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო, ღონისძიების ბოლოს დაისვა კითხვები.