პოპულარული ახალგაზრდული ბენდის „Art Project“ კონცერტი, ფერების ფესტივალი და ელექტრონული მუსიკის საღამო პირველსემესტრელებისთვის

   
   

2016 წლის 22 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში პირველსემესტრელებისთვის პოპულარული ბენდის   „Art Project“ კონცერტი, ფერების ფესტივალი და ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართა.

პირველსემესტრელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და აღნიშნეს რომ სწავლასთან ერთად ძალზედ დიდი სტიმულია, როცა უნივესიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს სტუდენტურ ცხოვრებაზე და ულამაზებს და მრავალ დაუვიწყარ წუთებს ჩუქნის – „ჩვენ ვამაყობთ, რომ გავხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელები“ – ერთხმად აღნიშნეს მათ.