საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსთან თანამშრომლობით (TUBITAK)  აცხადებს 2024 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსს. 

კონკურსის მიზანია ორი ქვეყნის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით, მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ აქ.