კონფერენცია „ბიოტექნოლოგია და პერსონალური მედიცინა“

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016"-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის კონფერენცია - „ბიოტექნოლოგია და პერსონალური მედიცინა“.

ბიოტექნოლოგიის განვითარების შედეგები მოიცავს მრავალ სფეროს, მათ შორის, მედიცინას. სამედიცინო ბიოტექნოლოგიების და ფარმაკოგენომიკის მიღწევებს წარმოადგენს ინფორმაცია, თუ როგორ რეაგირებს მკურნალობაზე ერთი და იგივე დაავადების მქონე სხვადასხვა პაციენტი და როგორ შეიძლება ამაღლდეს მკურნალობის შედეგი, ვინაიდან, როგორც ცნობილია, წამლის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს როგორც დაავადებასთან დაკავშირებული, ისე პაციენტის ინდივიდუალური, გენეტიკური მახასიათებლები.

კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას მიესალმა თსსუ-ის სამედიცინო ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ია ფანცულაია.

კონფერენციის მონაწილეებმა წაიკითხეს მოხსენებები: „ნანონაწილაკები ბიოლოგიასა და მედიცინაში“ (ნინო ქიქოძე), „ცეოლიტები მედიცინაში“ (ბორის კორსანტია), „გრიპის დღევანდელი პრობლემები“ (სულიკო კუპრაძე), გლუტამინის მჟავა და მაკროფაგების პლასტიურობა (ნინო დაბრუნდაშვილი), „ქართული პარადოქსი. ჰიპოთეზა: წითელი ხორცით გამოწვეული კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორის განეიტრალება ქართული სანელებლების მეშვეობით“ (ირაკლი ჩხიკვიშვილი), „სტეროიდ რეზისტენტული ბრონქული ასთმა: კლინიკური და იმუნოლოგიური ასპექტები“ (გიორგი გურგენიძე), „მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება და წარმოება“ (მაკა გონგაძე), „მარილი და ესენციური ჰიპერტენზია“ (ირინა ანდრონიკაშვილი),  „ორგანიზმის ჰომეოსტაზის დარღვევების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის თანამედროვე მეთოდები (ელენე ვორობიოვა, მანანა ახვლედიანი), და „მენდელისეული დაავადებების მოდიფიკატორები და პერსონალიზებული მედიცინა (ეკა კვარაცხელია).

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.