თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის VI, VII, VIII და IX სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, სტომატოლოგიის ფაკულტეტის VI, VII, VIII და  IX სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი).

მობილობის პერიოდი - 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი.

მობილობის ხანგრძლივობა - სამი თვე.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და სამთვიანი სტიპენდია).

გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2) ;

სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი GPA –ის მითითებით;

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

პასპორტი

გთხოვთ, 2024 წლის 12 დეკემბრის  ჩათვლით, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2024 წლის 13 დეკემბერს, 16:30 საათზე. 

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.