მეორე კავკასიური სასწავლო კურსები ბავშვთა ნევროლოგიაში

 
   

2016 წლის 30 სექტემბერს გაიხსნა ორდღიანი, რიგით მეორე კავკასიური სასწავლო კურსები ბავშვთა ნევროლოგიაში. 

საერთაშორისო სასწავლო კურსების ორგანიზატორები არიან: ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოება (EPNS), საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიისა და ქცევითი დარღვევების ასოციაცია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტი (ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გელაძე).

რიგით მეორე კავკასიური სასწავლო კურსები გამიზნულია ახალგაზრდა  პედიატრებისთვის საქართველოდან და სომხეთიდან, ვინც დაინტერესებულია  ტრენინგებით,  პადიატრიულ ნევროლოგიაში.

სასწავლო კურსების მონაწილეებს მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიისა და ქცევითი დარღვევების ასოციაციის  პრეზიდენტი, პროფესორი ნანა გელაძე.

დამსწრე საზოგადოებისადმი  მისალმებების შემდეგ სასწავლო კურსები გაგრძელდა სამუშაო რეჟიმში. კურსების მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ: რიჩარდ ნიუტონი (მანჩესტერის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო) – იმუნოდეფიციტი და ნევროლოგიური დაავადებები, რაშელ კნინი (მანჩესტერის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო) – ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური დაავადებები, სოფიო ბახტაძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) –ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი და ნელად მიმდინარე ინფექციები,  მინგ ლიმი  (ეველინას ბავშვთა ჰოსპიტალი, გაერთიანებული სამეფო) – იმუნური სისტემის დაზიანებით მიმდინარე ენცეფალოპათიები,   კორიენ კატსმან–ბერევოტსი (როტერდამის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები) – მწვავე გაფანტული ენცელოფალომიელიტი, გაფანტული სკლეროზი და ასოცირებული დაავადებები, ეუგენ ბოლტჰაუზერი (ციურიხის უნივერსიტეტი, შვეიცარია) – იმუნური სისტემის დაზიანებით მიმდინარე პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები:გილენ ბარეს სინდრომი.

ხვალ, 1 ოქტომბერს, სასწავლო კურსების მეორე დღეს გაკეთდება შემდეგი მოხსენებები:   მეტყველების განვითარების დარღვევები, შეფასება და მენეჯმენტი – კორიენ კატსმან–ბერევოტსი, ტუბეროზული სკლეროზი და ნეიროფიბრომატოზი, დიაგნოსტიკა და მენეჯმენტი – ეუგენ ბოლტჰაუზერი, ეპილეფსიური ენცეფალოპათიები – ბიანა სუხუდიანი (სომხეთი), აუტიზმი, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი – დიაგნოსტირების და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები – ჰილარი ლოიდი (გაერთიანებული სამეფო), ტიკები, ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი, დიაგნოსტირება და მართვა – სოფიო ნატრიაშვილი (ვენა, ავსტრია),  პირველადი თავისტკივილი – რიჩარდ ნიუტონი, ბავშვი აუხსნელი სომატური ჩივილებით – რიჩარდ ნიუტონი, ჰილარი ლოიდი.