ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული ანალიზი“ სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ლიეჟის უნივერსიტეტში (ბელგია).
მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
მობილობის ხანგრძლივობა - სამი თვე.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• პასპორტის ასლი;
• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
• CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: iad@tsmu.edu, n.kandelaki@tsmu.edu
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2025 წლის 15 იანვარს, 15 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407.
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451;