თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის VIII მოწვევის არჩევნები

2024 წლის 19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის VIII მოწვევის არჩევნები ჩატარდება. თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობაში არჩეული იქნება 126 წევრი.

არჩევნებში მონაწილეობა,როგორც აქტიური, ასევე პასიური ხმის უფლებით, შეუძლია თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აქტიური სტატუსის მქონეს სტუდენტს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე   რეგისტრაცია გაიარა ორმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ / საინიციატივო ჯგუფმა. ისინი სრულად აკმაყოფილებენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო დებულებით მოთხოვნილ კრიტერიუმებს. 

წარმოგიდგენთ არჩევნებში მონაწილე გუნდების დასახელებას : 

□ სტუდენტები მომავლისთვის / Students For Future 

□ სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოება / Students International Society 

თსსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირვებელთა  რეგისტრაცია მოიცავს პერიოდს 2024 წლის 13 დეკემბრის 12:00-18:00 საათამდე.

დამკვირვებლები

1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დებულებით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

2. ორგანიზაცია, რომელსაც სურს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებზე დაკვირვება, შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კავშირი ან ფონდი, რომლის წესდება რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან ადამიანის უფლებებისდაცვას ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში.

3. დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – დამკვირვებლის მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს კონკრეტულ საარჩევნო უბანში ჰყავდეს არაუმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

4. დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან გარდა:

ა) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

ბ) საარჩევნო კომისიის წევრისა.

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

1. რეგისტრაციაში გატარების მიზნით დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს და წარუდგინოს თავისი წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ ფაკულტეტების დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში გადაწყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

2. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.

3. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოსა და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია.

4. დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დამკვირვებლის გვარი, სახელი;

ბ) წარმდგენი ორგანიზაციის სახელწოდება;

გ) იმ ფაკულტეტის დასახელება (დასახელებები), სადაც უნდა განახორციელოს დაკვირვება.

დაინტერესებულ პირებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სპეციალური განცხადების ფორმით. განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33; თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N101;

სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი; 12:00-18:00 სთ.

ელ.ფოსტა: ceskotssu@gmail.com