შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტთან

   
   

2016 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის, ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“, უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტებთან სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა გამართა ღია შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს სტუდენტთა უფლებების დაცვის კუთხით ძირითადი და აღმოსაფხვრელი პრობლემები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ნებისმიერ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში გაწევრიანებულიყო სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში.