სტუდენტური გაცვლითი პროგრამები გერმანიაში

   
   

2016 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის „ცისფერ დარბაზში“  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მარტინ პრაქსენტალერმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ DAAD–ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი თამარ შაშიაშვილი და  სამედიცინო უნივერსიტეტის  უცხო ენების ცენტრის დირექტორი,  პროფესორი ნინო აბრალავა.

საინფორმაციო შეხვედრაზე დოქტორმა   მარტინ პრაქსენტალერმა    სამედიცინო უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს  მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD)–ს  სტუდენტური  გაცვლითი პროგრამების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.