საჯარო პრეზენტაციები სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 12–13 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის „ცისფერ დარბაზში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი საჯარო პრეზენტაციები.

პრეზენტაციები ჩატარდა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო  გრანტების კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების  საჯარო პრეზენტაციის  სერიის ფარგლებში.  საჯარო პრეზენტაციების სერიის პერიოდში, გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარებს მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს.

საზოგადოებას საკუთარი პრეზენტაციები წარუდგინეს:

ნონა ჯანიკაშვილმა – „ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის კონგრესი 2016“, გელა ბესელიამ – „მეშვიდე საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია ნეირომეცნიერებასა და ბიოფსიქიატრიაში „სტრესი და ქცევა“, ნინო კუპატაძემ –„ ბლოკ თანაპოლიმერები ნანოტექნოლოგიური გამოყენებისათვის EUPOC 2016” , მაკა მანწკავამ – „ევროპის საზოგადოების კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის მე–18 კონფერენცია“, სოფიო მატარაძემ –„ მეშვიდე საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია ნეირომეცნიერებასა და ბიოფსიქიატრიაში“, სოფიო კობაურმა – „ მე–18 საერთაშორისო ბიოტექნოლოგიებისა და ნანოტექნოლოგიების კონფერენცია“.