კომპანია „ORAU“-ს ვიცე-პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია  საერთაშორისო კომპანია „ORAU“- ს ვიცე-პრეზიდენტი და ასოცირებული დირექტორი მეცნიერული შეფასებისა და სამეცნიერო კადრების განვითარების დარგში, ტონი ლესტერი.

ტონი ლესტერს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების დეკანები,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის წარმომადგენლები, თსსუ-ის პროფესორები... მათ ისაუბრეს სამეცნიერო სფეროში არსებულ პრობლემებზე, მეცნიერების განვითარების გზებზე, ურთიერთთანამშრომლობაზე ამ მიმართულებით. ტონი ლესტერმა აღნიშნა, რომ მოისმინა საინტერესო იდეები და იმედი გამოთქვა, რომ კომპანია კომპანია „ORAU“-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს  ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივა.

კომპანია „ORAU“ ამჟამად აერთიანებს 121 უნივერსიტეტსა და  სხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებებს. მისი მიზანია, განსაზღვროს ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია, წარმატებით ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან სწრაფი და ეფექტური შედეგის მისაღებად სამეცნიერო განვითარების გზაზე.