თეონა ჭანუყვაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2025 წლის 6 თებერვალს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება თეონა ჭანუყვაძის სადისერტაციო ნაშრომის - „რქოვანას დაავადებების ქირურგიული მკურნალობა პიობაქტერიოფაგით გაჯერებული ამნიონური მემბრანით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ნინო კარანაძე - თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი; მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

გიორგი ჩიჩუა -   მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

მაია ბერაია -   მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ნანა ნიკოლაიშვილი -   მედიცინის აკადემიური დოქტორი.