მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტების სტუდენტთა საყურადღებოდ!

დაიწყო რეგისტრაცია არჩევით კურსზე „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჰანოვერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს DAAD SDG ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტს „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“, რომლის ფარგლებში დაიწყო რეგისტრაცია არჩევით კურსზე „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“. 

არჩევით კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის და ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების მეორე სემესტრის სტუდენტებს.  

მსურველებმა უნდა შეავსონ სტუდენტის სარეგისტრაციო განცხადება ინგლისურ ენაზე (დანართი 1) და წარმოადგინონ ორი პედაგოგის/ხელმძღვანელის რეკომენდაცია (დანართი 2).

კურსზე სარეგისტრაციო განცხადება სტუდენტმა უნდა გაგზავნოს მეილზე: daad_sdg@tsmu.edu ფაილის სახელით „განცხადება-[სტუდენტის გვარი]“.

პედაგოგის/ხელმძღვანელის რეკომენდაცია პედაგოგმა/ხელმძღვანელმა უნდა გაგზავნოს მეილზე: daad_sdg@tsmu.edu ფაილის სახელით „რეკომენდაცია-[სტუდენტის გვარი]“.

რეგისტრაციის (განცხადებების და რეკომენდაციების გამოგზავნის) ბოლო ვადაა 2025 წლის 10 თებერვალი, 22:00 სთ.

სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან 2025 წლის 19 და 20 თებერვალს. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. გერმანული ენის ცოდნა სავალდებულო არ არის, თუმცა დამატებით იქნება გათვალისწინებული შერჩევის პროცესში.  

აღნიშნული არჩევითი კურსი მოამზადებს სტუდენტებს შემდგომი ინდივიდუალური კვლევითი პროექტებისთვის. კურსის გავლის შემდეგ აირჩევიან ყველაზე პერსპექტიული კანდიდატები, რომლებიც 2026 წელს შეძლებენ:

1. ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში ყოველწლიურ LISA საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობას

2. 6-თვიანი ინდივიდუალური კვლევის პროექტის განხორციელებას თსსუ-ში. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 551779914