მოძრაობის დარღვევებისადმი მიღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

   
   

 

2016 წლის 20–21 ოქტომბერს თბილისის სახელმწოფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია – სასწავლო კურსები – „პარკინსონიზმის და მოძრაობათა დარღვევების აქტუალური საკითხები“. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: პარკინსონიზმის და მოძრაობათა დარღვევების საერთაშორისო საზოგადოება, ექსტრაპირამიდული დარღვევების საქართველოს ასოციაცია  და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 

სასწავლო კურსები ეძღვნებოდა  პარკინსონიზმსა და მოძრაობის სხვა დარღვევების დიაგნოსტიკის და მართვის თანამედროვე საკითხებს.   სასწავლო კურსებში მონაწილეობდნენ  ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები ევროპიდან და საქართველოდან. 

დაინტერესებულმა საზოგადოებამ  ორი დღის განმავლობაში მოისმინა საინტერესო მოხსენებები მოძრაობის დარღვევის აქტუალური საკითხების შესახებ.  

საერთაშორისო სასწავლო კურსები გახსნა და მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა ჯანელიძე. 

კონფერენციის პირველ დღეს ქართველ კოლეგა–ნევროლოგებს მოხსენებები წარუდგინეს: ხოაკიმ ფერეირამ (ლისაბონი, პორტუგალია) – „მოძრაობათა დარღვევების ზოგადი მიმოხილვა“, პილე ტაბამ (ტარტუ, ესტონეთი) – „როგორ დავსვათ პარკინსონის დაავადების დიაგნოზი“, დიმიტრი არტემიევმა (მოსკოვი, რუსეთი) – პარკინსონის დაავადების არამოტორული გამოვლინებები, მიხეილ ოკუჯავამ (თბილისი, საქართველო) – პირველადი და მეორადი მოძრაობათა დარღვევების ნეიროგამოსახვითი დიაგნოსტიკა, ევჟენ რუჟიჩკამ (პრაღა, ჩეხეთი) – პარკინსონიზმის მკურნალობა, ირინე ხატიაშვილმა (თბილისი, საქართვლო) – ეფედრონული ენცეფალოპათია – კლინიკა და მკურნალობის გამოცდილება. 

პირველი სამუშაო დღის დასასრულს,  მოეწყო ვიდეო სესია: პირველად  და მეორად მოძრაობათა დარღვევების დიფერენციული დიაგნოსტიკის საკითხებზე. 

კონფერენცია – სასწავლო კურსების მეორე სამუშაო დღეს მოხსენებებით წარსდგნენ: ფრანკ დურიფი (საფრანგეთი), პილე ტაბუ (ესტონეთი), ხოაკიმ ფერეირა (პორტუგალია), ევჟენ რუჟიჩკა (ჩეხეთი). 

სასწავლო კურსები დასრულდა კლინიკური შემთხვევების განხილვით.