2016 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცისფერ დარბაზში ჩატარდა "სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის" პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისათვის სწავლის თანხის ნაწილობრივ დაფარვას.
პროგრამა პირველად 2014 წელს თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით განხორციელდა და მის ფარგლებში სწავლა დაუფინანსდა 150-ზე მეტ სტუდენტს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმე კრიტერიუმს ერთად:
-მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი სტუდენტი(ოთხი და მეტი შვილი);
-მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი;
- დედ/მამით ობოლი სტუდენტი;
- ორი და მეტი თსსუ-ის სტუდენტი ერთი ოჯახიდან;
- სოციალურად დაუცველი სტუდენტი;
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
-მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი (ოთხი და მეტი შვილი)-პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; დედმამიშვილების დაბადების მოწმობის ასლები; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; სტუდენტის ცნობა+GPA რეიტინგი; ფოტოსურათი3/4.
-მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი-ცნობა სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით + GPA რეიტინგი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით; ფოტოსურათი 3/4; პირადობის მოწმობის ასლი.
- დედ/მამით ობოლი სტუდენტი - ფოტოსურთი 3/4, პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობა, ცნობა დეკანატიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ+GPA რეიტინგი.
- ორი და მეტი თსსუ-ის სტუდენტი ერთი ოჯახიდან- ფოტოსურათი 3/4; პირადობის მოწმობის ასლები; დაბადების მოწმობის ასლები; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ + GPA რეიტინგი.
- სოციალურად დაუცველთა ფენის წარმომადგენელი-ფოტოსურათი 3/4; პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ (ქულის მითითებით); ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ + GPA რეიტინგი.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 31 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 406 (15:00–18:00 საათამდე).