თსსუ-ის სტუდენტები ინსბრუკის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

2016 წლის 17 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: ნინო ქარაზანაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი), ირაკლი ხატიაშვილი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი), ეკატერინე კიკალიშვილი და სოფიო თავხელიძე (ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი) საზაფხულო სტაჟირების გასავლელად იმყოფებოდნენ ქალაქ ინსბრუკის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ქართველ სტუდენტებს განსაკუთრებული ყურადრებით შეხვდნენ ტიროლის კლინიკის დირექტორი და მისი თანაშემწეები, განყოფილების უფროსები და მთელი სამედიცინო პერსონალი.

სტაჟირებისას თსსუ-ის სტუდენტები ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს: ესწრებოდნენ ოპერაციებს, ყოველდღიურ შემოვლებს, მონაწილეობდნენ  პაციენტთა ისტორიების შედგენაში.

ქართველი სტუდენტებით ადგილობრივი მედიაც დაინტერესდა და მათ სტაჟირებას  ვრცელი საგაზეთო სტატია მიეძღვნა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტები მადლობას უხდიან: უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროს ექიმს, თსსუ-ის საპატიო დოქტორს, პროფესორ ირმა კვიცარიძეს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.