"ვარდისფერი ოქტომბერი" – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

2016 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოეწყო ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი „ვარდისფერი ოქტომბრი“–ს დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა და საზოგადოებას მიესალმა თსსუ–ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მამოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ აუდიტორიისთვის წაიკითხა საინფორმაციო–პრევენციული ხასიათის ლექცია და ჩაატარა საქველმოქმედო ულტრასონოგრაფიული კონსულტაციები ქალბატონებისთვის.

აქციის ფარგლებში უფასოდ გაესინჯა და კონსულტაცია გაეწია 50–მდე ქალბატონს.