ჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორის ჯუნ კილინგის ვიზიტი

 

მიმდინარე წლის 18 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის და კლინიკური მეცნიერებების ფაკულტეტის, ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დეპარტმენტის პროფესორი ჯუნ კილინგი, რომელიც გახლავთ ჩესტერის უნივერსიტეტის Erasmus + და Erasmus Mundus-ის პროექტების კოორდინატორი. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოფნისას პროფესორი კილინგი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, უნივერსიტეტის ვიცე რექტორებს:  პროფესორ ხათუნა თოდაძეს და პროფესორ რიმა ბერიაშვილს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ირაკლი მჭედლიშვილს და პროფესორ მასწავლებლებს, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორ ლუიზა გაბუნიას და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ირმა მანჯავიძეს, თსსუ–ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორ  ეკა ეკალაძეს.

ვიზიტის ფარგლებში განიხილეს და დაიგეგმა 2017 წლიდან, Erasmus +–ის ახალი საგრანტო კონკურსის საფუძველზე სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კრედიტების გაცვლის პროგრამები ჩესტერის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის.

ბრიტანელი პროფესორი ახალი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაესწრო Erasmus+ საინფორმაციო სემინარს, სადაც შეხვედა Erasmus+ აღმოსავლეთ ევროპის პროგრამების დირექტორს, ხოსე გუტიერესს და

საქართველოს Erasmus+-ის  ეროვნული ოფისის ხელმღვანელს, ლიკა ღლონტს.